შოთა უტიაშვილის თანდასწრებით პოლიციის უფროსმა შეურაცყოფა მომაყენა

დღეს, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ზუგდიდში იმყოფებოდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.


მაკკეინთან ერთად, ზუგდიდში ჩამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კერძოდ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.


როდესაც მაკკეინი სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეხვედრაზე შევიდა ზემოთხსენებული პოლიტიკოსები, რომლებიც სენატორს ახლდნენ გარეთ დარჩნენ. მათ შორის იყო შოთა უტიაშვილი, რომელსაც ნანა ფაჯავას, კახა მიქაიას, დათო სორდიას, საშკა მოლაშხიას, ალიკა გეთიას და თქვენი მონა მორჩილის უკანონო დაპატიმრებაზე ინფორმაცია მოკლედ მივაწოდე, განვუმარტე როგორ დამესხნენ თავს შსს თანამშრომლები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ვიზიტისას, როგორ მცემეს და როგორ წამართვეს აუდიო და ვიდეო აპარატურა, აგრეთვე ვუამბე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფრსის თენგის გუნავას მისი მოადგილის მეგის ქარდავას, საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელის ალიკა ბელქანიას და ზუგდიდის გამგებელის ალექსანდრე ქობალიას მიერ ჩვნს მიმართ განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე. უტიაშვილმა ყურადღებით მომისმინა და ამ ფაქტებზე რეაგირების მოხდენას შემპირდა. მითხრა, განცხადება დაწერე ჩემს სახელზე და ყველაფერს გამოვიძიებთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო.


საუბარს ვასრულებდით, როდესაც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა მოგვიახლოვდნენ. შოთა უტიაშვილს მიმართეს და უთხრეს „ამას რას ელაპარაკებით არანორმალურია“–ო, მეგის ქარდავამ უტიაშვილის გასაგონად ექიმთან მისვლა ირონიული ტონით მირჩია, (მე პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე, რადგან უმალ "პროვოკატორად" შემრაცხავდნენ თან, მათგან განსხვავებით ზრდილობა გამაჩნია) გუნავამ იქვე მდგომ რიგით პოლიციელს დაუძახა და ჩემი იქიდან გაყვანა უბრძანა...


აღსანიშნავია, რომ ბატონი შოთა ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა და დაბნეულობისგან ხმას ვერ იღებდა. ახლა ხომ გჯერათ ბატონო უტიაშვილო რა დღეში ვყავართ ამ ნაძირალა ჩინოვნიკებს. თქვენს გასაგონად გამლანძღეს და ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიშვებიან როდესაც ჩვენს პირისპირ მარტო აღმოჩდებიან?!. მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი ასე უხეშად შეგვაწყვეტინეს და რას უზამენ იმ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით?!.


საგულისხმოა, რომ ჩემი შეურაცყოფის ფაქტს გიგა ბოკეტიაც შეესწრო, მეტიც გუნავას ჰკითხა რა დააშავა ასეთი ამ ჟურნალისტმა მისი გაძევების გადაწყვეტილება, რომ მიიღეთო.


მოკლედ, ზუგდიდელი ჩინოვნიკები ჟურნალისტების უფლებებს მაშინაც არღვევენ, როდესაც ქალაქს ავტორიტეტული ფიგურები სტუმრობენ.


აქვე გეტყვით, რომ დღეს სააკაშვილის რეზიდენციასთან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუსალეს „რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს, ისევ პილიციელებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ემა გოგოხიამ მომხადი ადგილზევე გააპროტესტა, თუმცა ეს ინციდენტი ბუნებრივია არასდროს გახმაურდება...

[ილია ჩაჩიბაია]

[ ... ]

ირაკლი ლომაია:„ეკა კვალიაშვილი არის ცირკის ბო..ი“...

ირაკლი ლომაია: „კვალიაშვილს საჭმლის ფული არ ქონდა და მე მთხოვდა... “

ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია უკრაინიდან, სენსაციურ თემებზე ალაპარაკდა. „ღია ბოქლომისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ლომაია ქართული ესტრადის საკმაოდ პოპულარულ სახეს, ეკა კვალიაშვილს უპირისპირდება. „პარაფსიქოლოგიის მამა“, რომელზეც ერთ–ერთ წამყვან გაზეთში ერთი კვირის წინ ცილისწამებლუური მასალა დაიბეჭდა ამბობს, რომ კვალიაშვილმა არად ჩააგდო მისგან მიღებული „ფულები“ და ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ლომაიასთან ყოველგავრი კავშირი უარყო. ინტერვიუში საუბარია, რამოდენიმე სკანდალურ ფაქტეზე, რომელიც პოპულარული მომღერლის ცხოვრებას და კარიერას უკავშირდება.


ირაკლი ლომაია: კვალიაშვილის მეგობარი არის ის ვისაც ბევრი ფული აქვს. როგორც მივხვდი, მეგობრად მაშინ მთვლიდა, როდესაც ფულიანი ვიყავი. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უბრუნდება ეკა კვალიაშვილს ენა?! როდესაც ამბობს, რომ ჩემთან არ მეგობრობდა. არაერთხელ დაბეჭდილა მისი კომენტარები, სადაც ამტკიცებს, რომ ძალიან ვუყვარვარ და კარგი პიროვნება ვარ. ნუთუ არ რცხვენია?! პირდაპირ ვიტყვი, ამ ქალს მე შევარქმევდი – ცირკის ბო...ს (ცენსზურა ჩვენია. რდ). კვალაიაშვილს არ დაუტოვებია არც ერთი კაცი თბილისში, რომელთანაც არ დაუმყარებია სექსუალური კავშირი. გველის წიწილი მყოლია უბეში და არ მცოდნია.


ბომონდის წარმომადგენლები, ხომ ყველა ჩემს მზეს იფიცებოდნენ, როდესაც ფულებით ვავსებდი, ახლა სხვებზე არაფერს ვიტყვი, რადგან ჩემთან მეგობრობა მათ არ უარყვიათ, მაგრამ თუ საჭირო გახდება ყველაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო.

ბატონო ირაკლი, როგორც შევიტყვე, კვალიაშვილს ძვირადრირებული საჩურებითაც „ანებივრებდით“...


–კვალიაშვილისგან არაფერია გასაკვირი. იმ ბო…მა საქართველოში კაცი არ დატივეს. საზოგადოებამ იცოდეს რა ბ...იც არის. მას სხვაზე სათქმელი რა აქვს?! ყველას ტ..კში უძვრებია. მაშინ კარგი ირაკლი ვიყავი როდესაც კვალიაშვილს საჭმლის ფული არ ქონდა და მე მთხოვდა. ბევრჯერ მიმიცია 500 და 1000 დოლარები. ის მათხოვარი! ღმერთი არ შეარგებს რაც მე მისთვის ოქროს და ბრილიანტის სამკაულები მიჩუქნია. ვითომ ქველმოქმედებას ვეწევიო და ფულებს მთხოვდა არადა ქველმოქმედი კი არა ბო..ი ყოფილა. მოსკოვშიც ყველასთან იწვა და ყვალას ფულს სთხოვდა. ვისი და ვისი ვალები აქვს თვითონაც არ იცის. კვალიაშვილი საქართველოში ხალხს ატყუებდა მოსკოვში მაგარი წარმატებული ვარო და ლამისაა ხალხმა კვალიაშვილი-პუგაჩოვას დუეტიც დაიჯერა. არადა სამათხოვროდ იყო ჩამოსული და საქართველოში დასაბრუნებელი ფული არ ქონდა და მე მთხოვდა. განა ყველამ არ იცის ის ნა..ზვარი წვეულებებზე სულ სხვადასხვა საყვარლებით რომ დადის და მათ ნათლულებად რომ ასაღებს. ასეთმა რა უნდა ილაპარაკოს ჩემზე. ის არ ახსოვს ლელა წურწუმიაზე რეეს ამბობდა? ვითომ ლელა სულ კვალიაშვილის დანაზოგით დადიოდა საზღვარგარეთ კონცერტებზე. სხვაზე რა უნდა ილაპარაკონ კვალიაშვილისნაირმა მეძ...მა. მათ რაც გამოაქვეყნა ჩემზე შემიძლია მე უარესი გავაკეთო. რამდენიმე ვიდეომასალაც მაქვს სადაც კვალიაშვილი თავის ბო..ბას ამტკიცებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ვინ არის. ნუთუ დაავიწყდა კვალიაშვილს ბადრი პატარკაციშვის ფულებს, რომ ახევდა.

–ამ სკანდალური განცხადების შემდეგ ალბათ თქვენი ურთიერთობა დასამარდება.


–ის კი არ დავკარგე მე, პირიქით მე დამკარგა მაგ ნაბო...მა. ბედნიერი ვარ რომ ასეთი უღირსი ადამიანი მოვიშორე.


ეკა კვალიაშვილს ტელეფონი (877711106) გამორთული აქვს. შესაბამისად მის საპასუხო კომენტარს ვერ გთავაზობთ.


[მოამზადა, დაჩი კვიკვინიამ]

მსგავსი სტატიები:

[ ... ]

პატრულის “გზავნილი სამეგრელოდან... ოპოზიციას რა? დედის...!”

მაშინ, როცა სამეგრელოს მოსახლეობა საპროტესტო ტალღამ კი არა, შიშმა მოიცვა, როცა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოება პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს და დუმილს არჩევს, შსს სამინისტროს ჩინიანი თუ უჩინო მოხელეები “უჩვეულოდ” გააქტიურდნენ. “თავისუფალი აზრის გამოხატვის” საშუალება ზუგდიდის საპატრულო სამსახურს გასულ შაბათს მათივე თანამშრომლის ქორწილში მიეცათ...
`პრესა.გე~-ს მობილური ტელეფონის ვიდეო-კამერით გადაღებული ის კადრები მიაწოდეს, სადაც ზუგდიდის საპატრულო სამსახურის შეზარხოშებული თანამშრომლები გაშლილ საქორწილო სუფრასთან სკამებზე შემდგარი `მიშა მაგარია!~ და `ოპოზიციას რა? დედის...!~ ომახიანად გაიძახოდნენ.
``პრესა.გე``-მ რამდენიმე პოლიციელის ამოცნობა შესძლო, თუმცა ზოგიერთი მათგანის მხოლოდ გვარებია ცნობილი. მინდია, დიტო, სავარაუდოდ ჯიჭონაია, დათო შელია, გიორგი კონჯარია, ზუგდიდის საპატრულო სამსახურის უფროსი ალექსანდრე (ალიკა) ბელქანია და “ვიდეო-პატრულის” ოპერატორი გელა გოგოხია.
ვიდეო-კადრებში ისმის მეგრული ფრაზა: `მეგისიქ ქოძირასინ, თენეფი აკა ვეი ჭუმე პატრულს!~, რაც ქართულად ასე ჟღერს:
`მეგისმა რომ ნახოს, ხვალ არცერთ მათგანს პატრულში ვერ ნახავ!~.
მეგის ქარდავა სამხარეო პოლიცი-
ის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელიც ქორწილში ერთ-ერთი სტუმარი იყო. იგი კადრებში არ ჩანს, მაგრამ როგორც ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, ქარდავამ პატრულის ათი თანამშრომელი ქორწილიდან სწორედ ასეთი “უკადრისი” და “მუნდირის შემლახველი” საქციელის გამო გააძევა.
ძნელი სათქმელია, მართლაც მიუღებელი აღმოჩნდა თუ არა მეგის ქარდავასთვის პატრულის შეძახილები და ჯერ კიდევ ფიქრობს თუ არა ახალაიებთან დაახლოებული პირი, რომ ‘მიშა მაგარია!, მაგრამ შეურაცხყოფილი ის ნამდვილად მხოლოდ იმიტომ იქნებოდა, რომ ქორწილს დაბა ჯვარში მისი ნათესავები, ქარდავები იხდიდნენ.
ძნელად დასაჯერებელი იქნება ისიც, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ შსს მინისტრმა საპატრულო სამსახურის თითქმის სრული შემადგენლობა დაითხოვოს, მაგრამ ფაქტია, რომ მერაბიშვილის სანაქებო პატრულს სამეგრელოში “იმიჯი” შეელახა.

[ნანა ფაჟავა]

[ ... ]

მედიაომი – ხატზე გადაცემა, მკვლელობის მცდელობა და გატაცება

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 11, აპრილი - მაისი, 2009 წელი] ძვირფასო მკითხველებო, ამბავი რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ ზუგდიდელ ჟურნალისტებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხება და ამ საკითხზე საუბარი ჩვენი რედაქციისთვის მტკივნეულია. რამოდენიმე დღის წინ - როგორც ამას ინტერნეტ პოტრალ "პრესა.გე"-ს კორესპონდენტი ნანა ფაჟავა ამტკიცებს - მისი მკვლელობა დააპირა "რუსთავი 2"-ის მედალოსანმა ჟურნლისტმა ემა გოგოხიამ, ეს უკანასკნელი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. ტელეკომპანია "მზე"-ს ყოფილი (აგრეთვე ორდენოსანი) ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია კი "1 არხის" კორესპონდენტს ნატო ბერულავას გატაცების მოწყობაში ადანაშაულებს. ბერულავა აღნიშნულს შეთითხნილ ცრუ ბრალდებებად აფასებს და სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს. ამ საკითხზე არაერთხელ დაიწერა ინტერნეტ საინფორმაციო სივრცეში, თუმცა "ღია ბოქლომმა" გადაწყვიტა დაბალანსებული და მიუკერძოებელი მასალის მომზადება, ახალი ფაქტებით და ყველა მხარის კომენტარით. 

ჟურნალისტები: ნანა ფაჟავა, ემა გოგოხია მალხაზ ბასილაია და ნატო ბერულავა ერთმანეთს კონკურენციის გამო რომ დაპირისპირებოდნენ - ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ საქმე მკვლელობის მცდელობას და გატაცების ორგანიზებას ეხება. რედაქცია, არ აპირებს კოლეგების განსჯას, შემოგთავაზებთ დაპირისპირებული ჟურნალისტების ინტერვიუებს და თვითონ შეაფასეთ ძვირფასო მიკითხველებო თუ ვინ არის მტყუან-მართალი. 

ნანა ფაჟავა: "ორი დღის წინ სკოლასთან შვილს ველოდებოდი. შემთხვევით, ტელეკომპანია "ოდიშის" ყოფილ ოპერატორს შევხვდი, რომელთანაც ვსაუბრობდი. ცოტა ხანში, მეორე სკოლის ტერიტორიიდან მომავალი "მაზდას" ფირმის ჯიპი შევნიშნე. საერთოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია და მანქანაც ამის გამო მოგვხვდა თვალში. თავიდან მძღოლი გზის შუა ნაწილზე მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი მოგვიახლოვდა, მკვეთრად მოუხვია და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. 

ჩემმა კოლეგამ უცებ ხელი მტაცა, რომ მან- 

ქანას გავერიდებინე. მოვასწარი და ბორდიურზე ავხტი. მოვიხედე და საჭესთან ემა გოგოხია დავინახე, რომელსაც გვერდით, ქერათმიანი ქალი ეჯდა. გოგოხიამ რაღაც წაიბურტყუნა, მაგრამ მხოლოდ სიტყვა "გადაგივლი" გავიგე". 

-ეს სერიოზული ბრალდებაა. დარწმუნებული ხარ, რომ სპეციალურად გააკეთა? 

-დარწმუნებული ვარ. არ ვამტკიცებ, რომ გოგოხია მე მდარაჯობდა, მაგრამ ფაქტია, როცა შემნიშნა ჩემსკენ გადმოუხვია. პატრულში დავრეკე და შეტყობინება გადავეცი. 

პატრული როცა მოვიდა მოვუყევი, რაც მოხდა, რომ მანქანა სანომრე ნიშნების გარეშე იყო და გოგოხიას შეჯახების აშკარა მცდელობა ჰქონდა. თუმცა, პატრულმა ეს ოქმში რატომღაც არ ჩაწერა. 

ამ ამბიდან ერთი საათის შემდეგ, გოგოხიას მანქანა უკვე სანომრე ნიშნებით ვნახე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მისი მანქანის სანომრე ნიშნებია. საქმე ისაა, რომ პოლიციის "პიკაპის" მარკის ავტომანქანა ვნახე მოხსნილი სანომრე ნიშნებით და ეჭვი მაქვს, გოგოხიამ იმ მანქანის სანომრე ნიშნები თავის მანქანაზე გადაიტანა. შემდეგ, ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, რომ ყველას ენახა, თითქოს, სანომრე ნიშნიანი მანქანით მოძრაობდა. 

პატრულს მოვთხოვე განემარტათ ჩემთვის, ვინ გააფრთხილა და ჩემი შეტყობინება ვინ გადასცა გოგოხიას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ეს ფაქტი ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ამიტომ, საპატრულო სამსახურში მივედი და ვუთხარი: კეთილი ინებეთ, ამოიღეთ ვიდეო ჩანაწერი და გაჩვენებთ მოძრაობდა თუ არა სანომრე ნიშნებით-თქო. 

-იქნებ, გაგეხუმრა. მოსაკლავად რატომ გაგიმეტებდა? 

-18 მარტს -რადიო "პალიტრაში" ირინა თევდორაშვილის გადაცემაში მამუკა არეშიძე და კობა ლიკლიკაძე იყვნენ მიწვეულები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდნენ. 

გადაცემაში პირველი ჩართვა მე მქონდა და ვთქვი, რომ კონფლიქტის ზონებიდან ტელევიზიებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ასევე, ვახსენე ხურჩის ინციდენტი. როცა ხურჩის ინციდენტი მოხდა, "ადამიანის უფლებათა ცენტრს" და რადიო "იმედს" წარმოვადგენდი და ამ ინციდენტიდან 15 წუთის შემდეგ გავაკეთე ჩართვა, სადაც ვთქვი, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების, სპეცსამსახურების და ტელეჟურნალისტების პროვოცირებული იყო. 

ვახსენე ასევე განმუხურის ამბები და ვთქვი, რომ იმ რეპორტაჟების გამო, რომელიც "რუსთავი 2"-ით გადაიცემა, საფრთხეში ვარდებიან, როგორც გალის, ისე საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები. 

ოკუპაციის დროს, როცა აფხაზები რამდენიმე კვირით განმუხურსა და ხურჩას აკონტროლებდნენ, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება. მაშინ, ერთერთი ქალბატონი "რუსთავი 2"-ის რეპორტაჟის გამო, სასწაულებრივ გადაურჩა დაწიოკებას და სახლ-კარის გადაწვას, რადგან აფხაზები ეძებდნენ. სინამდვილეში, ეს ქალბატონი არა განმუხურის, არამედ ანაკლიის მაცხოვრებელი იყო. 

ამის შესახებ მე ჩართვაში ვთქვი, მაგრამ კონკრეტულად ემა გოგოხია არ დამისახელებია. უბრალოდ, ვთქვი, რომ ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს. 

"მზერის" კორესპოდენტს, მალხაზ ბასილაიას, პროდიუსერმა იმის გამო უსაყვედურა, რომ "რუსთავი 2"-ით გადაცემული რეპორტაჟი -მზეზე- არ მოხვდა. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა გოგოხიას დადგმული სცენარით შექმნილ სიუჟეტს. ბასილაიამ, რომელიც ემა გოგოხიას მანქანაში იჯდა, თავად მოისმინა, როგორ -შეუკვეთა- გოგოხიამ სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსი ჯარისკაცის სამი ფორმა და ერთი ტანკი. 

შემდგ, მომზადდა რეპორტაჟი, თითქოს, ნასვამი რუსის ჯარისკაცები ჭითაწყარის და ონარიის მოსახლეობას დაერივნენ და დააწიოკეს. ეს შემთხვევაც ვახსენე -რადიო "პალიტრაში", მაგრამ ისე, რომ გოგოხია არც მაშინ დამისახელებია. 

როდესაც გადაცემის ავტორმა მკითხა, რას უკავშირდებოდა ეს რეპორტაჟები და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ვთქვი, რომ ხშირ შემთხვევაში, ამის ავტორები არიან ჟურნალისტები, მაგრამ ხელისუფლებასთან შეთანხმებით; სპეცსამსახურების თანაავტორები არიან. 

ჩემი კიდევ ერთი განცხადება ეხებოდა ერთი კვირის განმავლობაში 5 შეიარაღებულ თავდასხმას, სადაც ასევე ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და გალში და ოტობაიაში მიმავალ მიკროავტობუსებს ძარცვავდნენ. 

ვთქვი, რომ ხშირად, ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით კომენტარებს აკეთებენ, არა გალის, არამედ ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაცხოვრებლები არიან და რომ მათ სპეციალურად ალაპარაკებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გოგოხიასთვის ცუდი მოსასმენი იყო და შედეგიც მოჰყვა. 

-შენსა და გოგოხიას შორის, როგორც ჩანს, დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია 

-როცა ტელეკომპანია "იმედში", რადიო "იმედში" და "იბერიაში" ვმუშაობდი, კომენტარებისთვის უშიშროების სამსახურს ვუკავშირდებოდი. ხშირად, ისინი უარყოფდნენ ამ ინფორმაციებს, მაგრამ შემდეგ, ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, მათი კომენტარებით "რუსთავი 2"-ის ეთერში ხვდებოდა. 

როცა ეს ინფორმაციები დამახინჯებული სახით "რუსთავი 2"-ით გადაიცემოდა, ვცდილობდი მათი ანულირება გამეკეთებინა და ფაქტები ზუსტად გადამეცა, რაც გოგოხიას უკმაყოფილებას იწვევდა. ამის გამო, მუდმივად მქონდა პრობლემა. ემა გოგოხია, როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, კონკურენციას უკავშირდებოდა, მაგრამ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავდა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის საზიანო იყო. 

იყო ასეთი ფაქტიც, როდესაც ენგურჰესის დაცვის თანამშრომელი უროტაძე ქართველმა პარტიზანებმა გაიტაცეს და დაბა ჯვარის მიმართულებით წაიყვანეს. მე ვთქვი, რომ ეს ქართველი პარტიზანების გაკეთებული იყო. მაშინ აფხაზური მხარე დამიკავშირდა და მკითხეს, როგორ არ მეშინია ან უშიშროების, ან პროკურატურის, ან ხელისუფლების? 

როცა უროტაძე გაათავისუფლეს, აფხაზურმა მხარემ ნება დამრთო, რომ ფაქტი გადამეღო ენგურის ხიდზე. როცა აფხაზურ გამშვებ პუნქტზე მივედით, იქ აფხაზური მხრიდან იყო რუსლან ქიშმარია, მილიციის უფროსი საბეკია, უშიშროებიდან ნარმანია და ქიშმარიას მოადგილე ლომია. მოიყვანეს უროტაძეც. ამ დროს, ჩემს პირად ტელეფონზე დარეკა ემა გოგოხიამ. მე ტელეფონი ქიშმარიას გადავეცი და ვუთხარი, რომ ემა გოგოხიასთვის ეთქვა, თითქოს, საბერიოში ვიყავი გადასული და ტელეფონი დასატენად მქონდა დატოვებული. 

ტელეფონი ხმოვანზე იყო ჩართული და მესმოდა გოგოხიას ხმა. იგი ქიშმარიას ეუბნებოდა, თითქოს, მე ვიცოდი ამ გატაცების შესახებ, რომ ვარ უშიშროების, პროკურატურის და ხელისუფლების აგენტი და, რომ იქედან ცოცხალი არ უნდა გავეშვით. ამაზე ქიშმარიას პასუხი იყო: არ დაგავიწყდეს, გოგოხია, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია. 

-რას გულისხმობდა? 

-ქიშმარიამ რაღაც კასეტა ახსენა, რაც მაშინ გაუგებარი იყო ჩემთვის. შემდეგ, თავად შევესწარი გოგოხიას უშიშროების თანამშრომლებთან კამათს და გავიგე, რომ გოგოხიას აფხაზებისთვის მიუყიდია კასეტები, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრები და პარტიზანები იყვნენ ჩაწერილები. ამის გამო, მას პრობლემები შეექმნა უშიშროებასთან. 

-ნანა, შენ თქვი, რომ გოგოხიამ შენი მკვლელობა ადრეც დაუკვეთა. ასეთი რა გავლენა აქვს გოგოხიას, რომ მის განკარგულებებს ემორჩილებიან? 

-იგი ბევრ ინფორმაციას ფლობს ბევრ ჩინოსანზე და როგორც ჩანს მათ აშანტაჟებს. რაც შეეხება ჩემი მოკვლის მცდელობას, ასეთი ფაქტის შესახებ მაშინ გავიგე, როცა 6 აფხაზი მებაჟე ჩაცხრილეს. როცა სროლის ხმა გავიგე, გადავწყვიტე პირდაპირ წავსულიყავი ენგურის ხიდზე. გადავედი აფხაზ მებაჟეებთან, რაც დიდი რისკი იყო, მაგრამ ვცდილობდი მაქსიმალური ინფორმაცია მიმეღო. 

როცა რუსულ საგუშაგოსთან მივედი, ხიდი უკვე გადაკეტილი იყო. ხალხს აფხაზეთის მიმართულებით არ ატარებდნენ და იქ იყვნენ შეგროვილნი. გადავწყვიტე ხალხიც ჩამეწერა და როგორც კი მიკროფონი ჩავრთე, ოცდაათამდე აფხაზმა ავტომატი გადატენა და მომიღერა. მეგონა მესროდნენ, მაგრამ გამაფრთხილეს: 10 წუთში აქ არ დაგინახოთო. ვუთხარი 10 წუთი რად მინდა, ორ წუთში გავქრებოდი. 

მეორე დღეს, მებაჟეების ჩაცხრილვის გამო, ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრა დაინიშნა. იქ ვინმე ლორა ბედუკაძე დამხვდა, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ლანძღვა დამიწყო. მაშინ ვერ მივხვდი რას მერჩოდა, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ამ ქალმა ბოდიში მომიხადა. აღმოჩნდა, რომ საბაჟოზე გოგოხიას ჰქონდა დარეკილი და უთქვამს, თითქოს, მე მქონდა ინფორმაცია ამ მკლვლელობის შესახებ და ვიცოდი ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ავტორები. ამიტომ, ითხოვდა ცოცხალი არ გამოვეშვით იქედან. 

-როგორც ვიცი, "ტელეიმედიდან" შენი წამოსვლა სკანდალურ ფაქტებს უკავშირდებოდა. რა მოხდა მაშინ? 

-ესეც გოგოხიას დამსახურება იყო. გოგოხია, გრიშა ქობალია, რომელიც სააკაშვილის საყრდენად ითვლებოდა სამეგრელოში და მისი ვაჟი ლევან ქობალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიღუპა, მივრცელებდნენ ხმებს, თითქოს, მე აფხაზეთიდან კონტრაბანულად იარაღს და ნარკოტიკებს ვეზიდებოდი და აფხაზ კრიმინალებთან ვიყავი შეკრული. 

მაშინ გიორგი თარგამაძეს ვაცნობე ამის შესახებ და იურისტსაც ველაპარაკე. გიორგიმ მითხრა, შენ ნურაფრის გეშინია, ვიცით რაც ხდება. ეს "რუსთავი 2"-თან კონკურენციას უკავშირდება და მუშაობა გააგრძელეო. თუ შეგიძლია, ქობალიას ვაჟი ჩაწერე ამ ყველაფერთან დაკავშირებითო. 

როცა ლევან ქობალია ჩავწერე, მაშინ ისიც გავარკვიე, რომ ის იყო იმ ზარების ავტორი, რომელიც ჩემს ტელეფონზე მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მასთან საუბრისას, მას რამდენიმე ფრაზა წამოცდა ისეთი, რამაც დამარწმუნა, რომ იმ ზარების ავტორი იყო. მისი დაღუპვის შემდეგ ეს ზარები შეწყდა. 

-დაუჯერებელია ყველაფერი რაზეც საუბრობ. როგორ ფიქრობ, ამ რეპორტაჟებზე დაკვეთა ხელისუფლებიდან მოდის, თუ ჟურნალისტის თვითშემოქმედების შედეგია? 

-როგორ გითხრა& გოგოხია თავადაა ავადმყოფური წარმოსახვის ადამიანი. თავად ვარ მომსწრე, როგორ გამოართვა ერთ-ერთ მიტინგის ორგანიზატორს 15 ლარი, შემდეგ ენგურის ხიდზე სოფლიდან მანქანით შავოსანი ქალები ჩამოიყვანა და წარმოდგენა გამართა, რაც "რუსთავი 2"-ზე გავიდა. 

რაც შეეხება ჩემთან დაპირისპირებას, ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობას უკავშირდება. სხვა პირადი კავშირი მე გოგოხიასთან არ მაქვს. უბედურება ის კი არ არის, მე რომ მტრობს. თავისი საქმიანობით, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებს. 

სხვათა შორის, მასთან ერთად მოქმედებს პირველი არხის რეგიონალური ჟურნალისტი ნატო ბერულავაც. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის მალხაზ ბასილაიას გატაცების შემკვეთი. ამის შესახებ მალხაზმა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს სოფო კვინტრაძესაც აცნობა. 

ბასილაიამ დაასახელა ნატო ბერულავა, ემა გოგოხია და დაზვერვის თანამშრომელი კობა ჩხეტია, რომლებმაც აფხაზეთის მილიციის უფროსს ლორენს კოღონიას და უშიშროების უფროსს ედიკ ემირზადეს შეატყობინეს ბასილაიას გადადგილების შესახებ, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. რა თქმა უნდა, მათ ეს ფაქტი არ გაუხმაურებიათ, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომელიც ან საერთოდ ვერ ხვდება ეთერში, ან დამახინჯებულად გადის. 

სამეგრელოშიც ბევრი გოგოხიას და ბერულავას რამდენიმე მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებს. მეც მაქვს ინფორმაცია, როგორ აფეთქდა ერთ-ერთი აფხაზი მებაჟე გვარად გაბლია. მე მაშინ რეპორტაჟიც გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ეს ინფორმაცია არ მქონდა. ამ მებაჟეს დაბადების დღეზე, ზუგდიდიდან ძველმა მეგობარმა ნატო ბერულავამ ორი ბოთლი შამპანური გაუგზავნა. ახალგაზრდამ შამპანური როგორც კი გახსნა, მაშინვე აფეთქდა და დაიღუპა. 

თავად ბერულავასგან ვიცი, რომ ზუგდიდის უშიშროების უფროსმა გული ზაქარაიამ დაიბარა ბერულავა და არძინბას მოწამვლა შეუკვეთა. როგორც თავად ამბობდა, მან წინააღმდეგობა გაუწია და წლების შემდეგაც ემოციების გარეშე ვერ იხსენებდა ამ შემთხვევას. მკვლელობას ნებისმიერ ადამიანს არ დაუკვეთავენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის. 

-დაუჯერებელ ამბებს ყვები 

-თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს მონათხრობში, შეუძლიათ, ნახონ "რუსთავი 2"-ის და პირველი არხის სიუჟეტები და მოხდეს მათი განხილვა. ახლა "იმედზე" ლაშა ბერულავაც იგივე მასალებს ავრცელებს. ჩვენ ხშირად ვხედავთ ტერლეეკრანებზე ამ ჟურნალისტების სანათესაოს, რომლებიც გალის მაცხოვრებლების სახელით საუბრობენ. ამ დროს კი ზუგდიდელები არიან. 

მე მოვითხოვ, მოხდეს ლუსტრირება და საზოგადოებამ გაიგოს რამდენი წლის სტაჟი აქვთ ნატო ბერულავას და ემა გოგოხიას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის. რაც შეეხება ჩემს დაშინებას, მე არ ვარ შეშინებული, მაგრამ ვარ შეურაცხყოფილი. როცა ჟურნალისტი თავს ამდენის უფლებას აძლევს, კოლეგიალობის გამო გაჩუმებას არ ვაპირებ. დროა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. 

ნანა ფაჟავას ამ სკანდალური განცხადებების შემდეგ "პრესა.გე"-მ მალხაზ ბასილაიას ინტერვიუ გაავრცელა. "ღია ბოქლომის" რედაქცია თებერვლის ნომერში საკმაოდ ვრცლად მოგითხრობდათ მის გატაცებაზე მაგრამ საქმეში ახალი ეჭვები და ბრალდებები გაჩნდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი გატაცება მისივე კოლეგის, პირველი არხის რეგიონალური ჟურნალისტის, ნატო ბერულავას ხელშეწყობით მოხდა. გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო ბერულავა? ბასილაიას ეს გაუთავებელი ბრალდებები აბსურდს ემსგავსება. ხან ზაზა გოროზიას ადანაშაულებს გატაცებაში ხან ლაშა ბერულავას ახლა კი რატომღაც ნატო ბერულავა გადაიქცა კრიმინალად - მკითხველმა განსაჯოს. 

მალხაზ ბასილაია: მე და დედაჩემი სოფელ ხეთაში ნათესავის სახლში ვიმყოფებოდით. ეს სახლი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ზაზა ლატარიას მეზობლად მდებარეობს. საღამოს თერთმეტი თუ თორმეტი საათი იქნებოდა, რომ ორი მანქანით ვიღაცეები მოვიდნენ და მე მიკითხეს. შემდეგ, ჩამსვეს მანქანაში, იქვე ტყიან ადგილზე გამიყვანეს და ცხრა პიროვნებამ ცემა დამიწყო. 

-რატომ, რას ითხოვდნენ შენგან? 

-მოითხოვდნენ, რომ ვიღაცის, რომელიც ვერ გავიგე ვინ იყო, აგენტობა უნდა მეღიარებინა. მეუბნებოდნენ, რომ მე თავში ამივარდა პრეზიდენტის გადმოცემული ღირსების ორდენი. ასევე მეკითხებოდნენ რა მინდოდა ამ სახლში და რა რეპორტაჟს ვამზადებდი. 

საქმე ისაა, რომ მაშინ, მე არსად არ ვმუშაობდი და მითუმეტეს, არანაირი გადასაღები აპარატურა არ მქონდა თან. ამის მიუხედავად, ისინი უმოწყალოდ მირტყამდნენ და ჩემზე სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდათ. შემდეგ, ჩამსვეს მანქანაში და სოფლის გზას დაადგნენ. გზაზე ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მოჰქონდათ თუ არა ნიჩბები და ტომრები, რომ ცოცხლად დავემარხეთ. 

ამ დროს, ერთ-ერთის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და უბრძანა, რომ უკან მიბრუნებულიყვნენ. ამიტომ, მათ ყანაში დამაგდეს და თავად წავიდნენ. მე ადგილობრივ მოსახლეობას ვთხოვე დახმარება და მათი დახმარებით შევატყობინე ჩემებს ყველაფერი. 

-საიდან გაიგეს მათ შენი ადგილსამყოფელი? 

-იმ დღეს მე ნატო ბერულავა შემეხმიანა და მკითხა სად ვიმყოფებოდი. სხვამ არავინ იცოდა იმ დღეს ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს, მე ხელს ვადებ ნატო ბერულავას, მაგრამ ფაქტია, იგი ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე დამიკავშირდა და იკითხა სად ვიმყოფებოდი. ჩემს ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ ბერულავა კარგ ურთიერთობაშია "კუდ"-ის უფროსთან და ძმაკაცობდა ზაზა ლატარიასთან. 

-როგორც ვიცი, აფხაზეთში შენს გატაცების ფაქტსაც ბერულავას უკავშირებ, რატომ? 

-ბერულავამ იცოდა იმის შესახებაც, რომ აფხაზეთში რეპორტაჟის მოსამზადებლად მივდიოდი და ისიც იცოდა ვისთან ერთად მივდიოდი. იგი ჯერ კიდევ მგზავრობის დროს შემეხმიანა და დამაკონკრეტებია უკვე წასული ვიყავი თუ არა. მაშინაც, ერთადერთი, მან იცოდა ჩემი გამგზავრების შესახებ. 

-რა მიზეზი აქვს ბერულავას, რომ შენზე სპეცსამსახურებს ინფორმაცია მიაწოდოს? 

-არ ვიცი ბერულავა აწვდიდა ინფორმაციას, უბრალო დამთხვევა იყო თუ, თავად სპეცსამსახურები არეკინებდნენ ჩემთან და ასე ქაჩავდნენ ჩემზე ინფორმაციას. ფაქტი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში, მხოლოდ ბერულავამ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. 

-აფხაზ სპეცსამსახურებთან რა კავშირი ჰქონდა ბერულავას? 

-ედიკ ემირზადეს, რომელიც აფხაზეთის უშიშროების უფროსი იყო, ბერულავა საკმაოდ კარგად იცნობდა. მე და ბერულავა 

რაღაც დროის განმავლობაში, ვმეგობრობდით (რა ვიცოდი რა გველი მყოლია მეგობრად) და ვიცოდი, რომ ემირზადე და ბერულავა განუყრელი მეგობრები იყვნენ. 

ვერ გეტყვით, რა ინფორმაციას აწვდიდა ბერულავა ემირზადეს, მაგრამ, როცა ემირზადე გალისა და ოჩამჩირის საზღვართან დამხვდა, მე მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ბერულავას ნამოქმედარი იყო. 

-ნანა ფაჟავა ამბობს, რომ შენ თავად მოისმინე ემა გოგოხიამ როგორ შეუკვეთა სპეცსამსახურებს ტანკი და რუსი ჯარისკაცის ფორმები. შემდეგ, მომზადდა და "რუსთავი 2"-ით გადაიცა რეპორტაჟი, სადაც, თითქოს, რუსის ჯარისკაცები ქართულ მოსახლეობას აწიოკებდნენ. იქნებ, დეტალურად მოყვე ამ ფაქტის შესახებ. 

-ემა გოგოხიასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ამ ფაქტის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შემიძლია. ძალიან გთხოვთ ამ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს. 

ნანა ფაჟავას და მალხაზ ბასილაიას 

ბრალდებებთან დაკავშირებით "ღია ბოქლომი" ნატო ბერულავას და ემა გოგოხიას დაუკავშირდა, ისინი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. როგორც ჩვენთან საუბრისას ბერულავამ აღნიშნა, იგი უახლოეს მომავალში აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში: 

-ღ.ბ.: ნატო, რას იტყვი გავრცელებულ ბრალდებებზე? 

-ნ.ბ.: არ მაინტერესებს, მე, სანამ არ შევხვდები პირველი არხის იურისტებს მანმადე 

არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. 

-ღ.ბ.: სასამართლოში აპირებ 

ჩივილს? 

-ნ.ბ.: დიახ. დამატებით ვიტყვი მხოლოდ 

ერთს. მე, წავედი ეკლესიაში და ხატზე გა- 

დავეცი ნანა ფაჟავა, მალხაზ ბასილაია და მათი შვილები. 

ილია, ეს იმდენად დიდი სიბინძურეა, იმდენად დიდი ტყუილია, რომ ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. უახლოესი ადამიანები აკეთებენ ამ სიბინძურეს თან დაკვეთით - ალბათ მათ ფულს უხდიან. ეს არის შეკვეთილი, შეთითხნილი საზიზღარი ბრალდებები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ფაჟავას და ბასილაიას მონათხრობი სიმართლეა ჰქონდეს იქ... აღარ დამირეკო ამ თემაზე სანამ სასამართლოში არ შევიტან სარჩელს... 

ემა გოგოხიასთან საუბარი მოკლე გამოდგა, "ღია ბოქლომი" მას ტელეფონით დაუკავშირდა, როგორც გაირკვა ჟურნალისტს ქვედა კიდურის ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში მკურნალობს. გვითხრა აღნიშნული ბრალდებების შესახებ არ წამიკითხავს და შესაბამისად კომენტარს არ გავაკეთებო. 

იმედია ერთი პროფესიის ადამიანებს შორის არსებული ეს დაპირისპირება მალე აღმოიფხვრება და თითოეული ჟურნალისტი იზრუნებს იმაზე, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იქნება მიუკერძოებელი და უტყუარი.
დაჩი კვიკვინია

უკან
[ ... ]

"ღია ბოქლომს" 5000 ლარის გადახდა არ მოუწევს"

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 5 (9), სექტემბერი-ოქტომბერი. 2008 წელი] 16 წლის მოდელმა თამთა შედანიამ, გასული წლის ოქტომბერში ზუგდიდის ყოველთვიური ჟურნალის "ღია ბოქლომის" წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვინაიდან შედანია არასრულწლოვანია, საჩივარს ხელს მისი დედა ეკატერინე ჩუხუა აწერდა, ხოლო განცხადებას ბოლოში ჰქონდა მინაწერი: "ვეთანხმები დედაჩემის მიერ შედგენილ განცხადებას. თ. შედანია". შედანიას და მისი ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალ "ღია ბოქლომის" #7 დაბეჭდილმა სტატიამ.

პუბლიკაციის ავტორმა თამთას ინტერვიუს, რიგითი ზუგდიდელის საკმაოდ სკანდალური კომენტარი დაურთო. შედანია რედაქციისგან გავრცელებული ცნობის უარყოფას მოითხოვდა და მედიასაშუალებას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 ლარს სთხოვდა. თუმცა სასამართლო პროცესზე მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ მოდელის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მომჩივანმა მხარემ იმისთვის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრებინათ ჩვენი რედაქციისთვის, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტაციის წარმოდგენა. აღსანიშნავია, რომ თამთამ ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ჟურნალ "ზუგდიდელებს" სადაც იგი ამბობს, რომ თითქოს ზუგდიდში სასამართლო პროცესი მოიგო, რაც სრული სიცრუეა და არ შეეფერება სიმართლეს. მან აგრეთვე აღნიშნულ ინტერვიუში ჩვენი რდაქციის მიმართ ბევრი ცილისწამებრული რამ თქვა, რასაც კომენტარს შეგნებულად არ გავუკეთებთ.

P.s. "ღია ბოქლომის" რედაქციას თამთა შედანიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით ჩვენ გვიხარია ახალგაზრდა ზუგდიდელი მოდელის ყველა წარმატება. თამთას ვუსურვებთ წინსვლას, კარიერაში და ვიმედოვნებთ დასრულდება მოდელის ახლობლების მხრიდან გაუთავებელი შეურაცხყოფა და ცილისწამება ჩვენი რედაქციის მიმართ.
[ჟურნალის რედაქცია]
[ ... ]

გოროზია კანონმა გაროზგა! ბატონმა ამრიდომ მეორედაც აარიდა

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 5 (9), სექტემბერი-ოქტომბერი. 2008 წელი]

ესეც ასე! სამეგრელო-ზემო სვანეთის ღუბერნატორი ზაზა გოროზია კანონმა მეორედ გაროზგა. გმირმა ზუგდიდელმა მოსამართლემ ამრიდო გელანტიამ მეორედ აარიდა უსამართლო განაჩენი მართალ ადამიანებს-"თავისუფალი გაზეთის" რედაქციასა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" ახალგაზრდა რედაქტორს ილია ჩაჩიბაიას.

მკითხველს მოეხსენება, რომ ღუბერნატორმა გოროზიამ ზემოხსენებულ ადამიანებს "პატივისა და ღირსების შელახვისათვის" სასამართლოში უჩივლა. პროცესი 10 ივნისს ზუგდიდის სასამართლოში გაიმართა და იმის გამო, რომ მასზე გოროზიას ადვოკატმა შოთა იზორიამ დააგვიანა, მოსამართლე ამრიდო გელანტიამ მოსარჩლე მხარის დაუსწრებლად გამოაცხადა ილია ჩაჩიბაიასა და "თავისუფალი გაზეთის" გამამართლებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას თავისი ყურით ისმენდა სასამართლო პროცესზე დაგვიანებით მისული შოთა იზორია. იმ დღეს გოროზიას ადვოკატი პირადად ნახეს "თავისუფალი გაზეთის" ჟურნალისტმა ირმა მესხიამ, მათმა ადვოკატმა მანანა კობახიძემ, სასამართლოს კანცელარიის და მანდატურის თანამშრომლებმა და, რაც მთავარია, თავად მოსამართლემ - ბატონმა ამრიდო გელანტიამ.

ყოველივე ამის შემდეგ ღუბერნატორი გოროზია ატყდა და ადამიანების გაცუცურაკება და გაბრიყვება მოინდომა: თქვენ ყველანი, გინდათ თუ არა, ბრმები, ყრუები და ჰალუცინაციებით შეპყრობილნი ხართ, ჩემი ადვოკატი 10 ივნისს სასამართლო პროცესზე არ ყოფილა, რაგან 9-დან 11 ივნისამდე თბილისში სამსახურებრივი მივლინებით მყავდა გაგზავნილიო! გოროზიამ ამის დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტიც გამოაჩინა, რომელზეც თავისი ღუბერნიის ბეჭედი დაასვა, მართლმსაჯულებას ცხვირწინ აუფრიალა და სასამართლოს მიერ 10 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

პროცესი ისევ ზუგდიდის სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე ისევ ბატონი ამრიდო გელანტია გახლდათ, რომელმაც, როგორც ზემოთ გითხარით, მართალ ადამიანებს უსამართლო განაჩენი ამჯერადაც აარიდა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როგორც მოუსყიდველმა, უშიშარმა, სამართლიანმა და ობიექტურმა მოსამართლემ, როგორებიც ახლანდელ დროში უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადეგნენ!!!

1 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ილია ჩაჩიბაიასა და "თავისუფალი გაზეთის" ადვოკატებს სასამართლოს წინაშე მოუხდათ იმის მტკიცება, რომ ზაზა გოროზიას ადვოკატს შოთა იზორიას მივლინების გაყალბებული განკარგულება ჰქონდა წარდგენილი.

ადვოკატებმა მანანა კობახიძემ და მერი ჯაფარიძემ მოიპოვეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს ზაზა გოროზიას ნამდვილი განკარგულება, რომლითაც დადასტურდა, რომ ღუბერნატორის ადვოკატი შოთა იზორიას 10 ივნისს მივლინებაში არ იმყოფებოდა. ასე რომ, მოსამართლე ამრიდო გელანტიამ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და გოროზიას ადვოკატს 10 ივნისს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩაუთვალა.

ღუბერნატორმა გოროზიამ, რომელსაც თავი დავით აღმაშენებელი ჰგონია, ჟურნალისტებთან ჯახში მეორედაც წაიმტვრია კისერი. მის აბობოქრებულ სახელისუფლო ვნებებს მართლმსაჯულებამ ცივი წყალი გადაასხა. დიახ, როგორც დავინახეთ, არც გოროზიას ხუშტურები და არც მისი თითიდან გამოწოვილი რეგალიები მართლმსაჯულებისათვის არაფერს ნიშნავს. რათქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ამ მართლმსაჯულების აღსრულება ამრიდო გელანტიასნაირ გმირ მოსამართლეს აქვს მინდობილი.

სწორედ ამ ადამიანის წყალობით სააკაშვილის ღუბერნატორმა ჟურნალისტების უსამართლო ხერხებით დამარცხება უკვე მეორედ ვერ შეძლო და გოროზიას მაგალითი ყურადსაღები უნდა იყოს სხვა თავგასული ჩინოვნიკებისთვისაც, რომლებიც ჟურნალისტებთან უსაგნო დაპირისპირებით თავისუფალი სიტყვისათვის აღვირის ამოდებას ცდილობენ!
[ჯაბა ხუბუბუა, "ასავალ დასავალი"]

[ ... ]

ნუთუ თამთა შედანია გა...

  • "მის სამეგრელო 2007": "ძალიან მალე მაბეზრებენ მამაკაცები თავს"

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 7 , სექტემბერი-ოქტომბერი, 2007 წელი] თამთა შედანიას გამომწვევი ქმედებებისგან გაღიზიანებული ზუგდიდელები იმედგაცრუებას და უკმაყოფილებას უკვე ღიად გამოთქვქმენ, "ღია ბოქლომს" ესაუბრა ზუგდიდიში მცხოვრები ლევან კუკავა, მან ჩვენთან საუბრისას "მის სამეგრელო 2007"-ს "ბოზი" უწოდა და დასძინა, რომ ეს შთაბეჭდილება, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც წაიკითხა ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც თამთა შედანია აცხადებს, რომ: "მამაკაცები ძალიან მალე აბეზრებენ თავს"

"ავღშფოთდი, როცა ჟურნალში გამოქვეყნებული ფოტოები ვნახე, ეს გოგონა სამეგრელოს დედოფლად მიმაჩნდა, მაგრამ დღეს მასზე წარმოდგენა 100%-ით შემეცვალა" - ამბობს ბატონ ლევან კუკავა

აღსანიშნავია, რომ თამთა შედანია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც "ღია ბოქლომის" მიერ 2007 წლის ივლისშია ჩაწერილი.

-თამთა როდის გადადგი პირველი ნაბიჯი მოდელობისკენ?

-კონკურსამდე სამი დღით ადრე სოფიკო ხარჩილავამ გამოაცხად, რომ გოგოებს იწვევდა მოდელად, მივედი გასაუბრებაზე, მოვეწონე, მან მირჩია მონაწილეობა მიმეღო "მის სამეგრელოს" შესარჩევ კონკურსში, შევავსე ანკეტა და გადავწყვიტე ბედი მეცადა. სულ 75 გოგო იღებდა მონაწილეობას შესარჩევ ტურში, 15 აგვირჩიეს და ფოთში დასასვენებლად და კონკურსისთვის მოსამზადებლად.

-როგორი იყო იქ თქვენი დღის რეჟიმი?

-დილით 8 საათზე ვიღვიძებდით, ვვარჯიშობდით, მერე ვსაუზმობდით, დავდიოდით დისკოთეკაზე, ვსწავლობდით ლამაზად სიარულს, მიხვრა-მოხვრას და ა.შ.. სასტუმრო ,,ოქროს ტბა"-ში ვიყავით და ის ორი დღე საშინელი იყო კომფორტის არარსებობის გამო, სხვა სასტუმროში გადასვლის შემდეგ ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

-როგორ შეაფასებდი იმ დღეს როცა "მის სამეგრელო" გახდი?

-არ ვიცი. ეს უბედნიერესი დღე იყო, დილიდანვე ძალიან დატვირთულები ვიყავით, ყველას გული გვიფანცქალებდა და ველოდით კონკურსის დაწყებას.

-ელოდი რომ "მის-სამეგრელო" გახდებოდი?

-არა. ხუთეულში, რომ მოვხდებოდი მჯეროდა, მაგრამ პირველობას არ ველოდი.

-რომელი მონაწილე მიგაჩნდა ყველაზე ძლიერ კონკურენტად?

-იყო ასეთი მონაწილე, მაგრამ არ დავასახელებ.

-რა რეაქცია ჰქონდა როცა გამარჯვებულად გამოგაცხადეს?

-ეს აღუწერელი ბედნირება იყო, ია კიწმარაშვილმა მითხრა, რომ ძალიან კარგი პარამეტრები გაქვსო, მაგრამ თავს გამარჯვების ღირსად არ ვთვლიდი.

-ამ წარმატების სემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

-ბევრი რამ. ქუჩაში მცნობენ, ვარ პოპულარული და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ გამოვიყურებოდე კარგად და ყოველთვის ფორმაში ვიყო.

-მოწვევები გაქვს?

-იმიჯ ცენტრიდან მაქვს მოწვევა, აგრეთვე სოფო ხარჩილავა ატარებს ჩვენებას სახელწოდებით "ნოსტალგიკ", იქაც ვრებულობ მონაწილეობას, მერე ფოთში გარანდიოზული კონცერტი ტარდება და იქ მივდივარ.

-რა არის შენი ოცნება?

-მონაწილეობა მივიღო ,,მის მსოფლიო"-ში.

-მოდელობა შენი ჰობია თუ?...

-არა მოდელობას სერიოზულად მინდა დავეუფლო, რა თქმაუნდა მეორე პროფესიაც მინად ალბათ საბანკო საქმეს ავირჩევ.

-ქალმა სამოდელო კარიერაში წარმატებას, რომ მიაღწიოს რა თვისებები უნდა გააჩნდეს?

-უნდა იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და შრომისმოყვარე.

- დარწმუნებული ხარ, რომ ,,მის საქართველო" გახდები?

-მჯობზე მჯობი არ დაილევა და ...

-პოპულარობასთან ერთად თაყვანისმცემლები გაგიმრავლდებოდნენ?

-არა თაყვანისმცემლები არა მყავს.

-დაუჯერებელია!

-სიმართლეს ვამბობ, ყოველ შემთხვევაში მე მათ არსებობას ვერ ვგრძნობ და თუ ვიღაცეებს მოვწონვარ მე არ ვიცი, ერთი ზარიც კი არ ყოფილა.

-რაიმე კურიოზი მოგვიყევი?

-ფოთში, რომ ვიყავი გასაგები მიზეზების გამო ნაყინის ჭამა არ შეიძლებოდა, მშობლებმა მომიტანეს ნაყინი ჩუმად მივირთმევდი თან მეშინოდა.
[მაკა ქარცხია]

[ ... ]

სტატია ამოღებულია. ამ ამბავს გოროზია"ღია ბოქლომიდან" შეიტყობს...

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 7 , სექტემბერი-ოქტომბერი, 2007 წელი]

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას სასამართლოში უჩივლა გუბერნიის პრესმდივანმა, რის შედეგადაც სტატიის ავტორს მასალაში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა მოუხდა.

რედაქცია ბოდიშს უხდის პრესცენტრის უფროსს ლალი გელენავას ჟურნალში გავრცელებული დაუსაბუთებელი ინფორმაციებისთვის.

რედაქციამ ბოდიში მოიხადა ჟურნალი"ღია ბოქლომი" # 4(8)–ში. და უარყო სტატიაში მოხმობილი ფაქტები. არქივიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული სტატიის ანონსი.
[ილია ჩაჩიბაია]



[ ... ]

ვერ ჩაგვძირავთ!!!

,,ტიტანიკი" ჩაიძირა! კურსკი ჩაიძირა! ,,ღია ბოქლომს" კი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაძირავენ. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ!..

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " #2, 6 იანვარი, 2007 წელი] ჩვენი გაზეთის პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების გამო, რედაქციის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. მაგრამ მკითხველის მიერ სატელეფონო ზარებში გამოხატულმა მხარდაჭერამ, ჩვენ კიდევ უფრო შეგვმატა ძალა და გამძლეობა, უფრო გაგვაძლიერა. გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ, უსამართლობის, უკანონობის, ტყუილის წინააღმდეგ და ჩვენს მკითხველს იმედს არასოდეს გავუცრუებთ. არ შეგვეშინდება არც მუქარის და არც ხელიუფლების ხრიკებისა ისინი ხომ ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობენ სიმართლის წერაზე აგვაღებინონ ხელი. ,,ღია ბოქლომი" ამ შეჭირვების ჟამს გრძნობდა თქვენს მხარდაჭერას, ჩვენო ძვირფასო მკითხველო ამიტომაც არ დაგვიყრია ფარხმალი, არ დაგვიხევია უკან. ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ სიმართლის დასაცავად. სატელეფონო ზარებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს ხალხის ნების წინააღმდეგ უძლურია, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება მის ხელშია.

გვიხარია, რომ თქვენი მხარდაჭერა ასე მალე მოვიპოვეთ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანადგომისათვის.
[ჟურნალის რედაქცია]

[ ... ]

განსხვავება

რა განსხვავებაა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებსა და ქართველ მინისტრებს შორის? ხელისუფლება გამოძახებით . . .
[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 1, 15 ნოემბერი, 2006 წელი] რამდენიმე ხნის წინ სოროსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ქვეშევრდომები მხოლოდ მარიონეტები არიან და მწვანე დოლარის საფასურად ნებისმიერი სახის ბრძანებას სიამოვნებით ასრულებენ.

ალბათ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ასეთი უპრეცედენტრო ფაქტი, რაც სოროსის ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში დაფიქსირდა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მსგავსად, კერძო პირს ვინმე სოროსს პირად ნომერში ეახლნენ და დახურულ კარს მიღმა პატივი სცეს, ხოლო მაშინ როდესაც, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია პირველი სკოლის გვერდით, ნაეკლესიარზე, საკათედრო ტაძრის აშენებას აპირებდა დიდი პრობლემები შეიქმნა განათლების სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს ,,ყური არ შეუბერტყია" ეპისკოპოსს ნორმალური პასუხიც არ გასცეს, რომელიც ზემოთხსენებული ტერიტორიის ეკლესიისათვის დაბრუნებას ითხოვდა. მხოლოდ ზუგდიდელი ლაქიების აზა ჯოჯუას და მაია კალანდიას პირით შეუთვალეს სამღვდელოებას ,,ტერიტორია სკოლას ეკუთვნის და აქ სხვა ნაგებობის აშენება არ შეიძლებაო".

ქართველი ხალხის სახელით როგორ იკადრეთ ან როგორ აკადრებინეთ თქვენს ქვეშევრდომებს ასეთი უმსგავსობა ,,ეროვნულო" პრეზიდენტო მიხეილ სააკაშვილო?

თუმცა რისი შეგრცხვებოდათ? თქვენ მაშინაც არ აგიწითლდათ სახე, როცა ვინმე სოროსმა, საჯაროდ თანაც სიამაყით, ოღონდ ირიბი მნიშვნელობით, განაცხადა ,,ვარდების რევოლუცია" მე დავგეგმე, მე დავაფინანსე და მთელი ქვეყანა მე მეკუთვნისო. თუ მთელი ქვეყანა სოროსს ეკუთვნის ჩვენს მართლმადიდებლობასაც ბევრი მტერი ჰყოლია, რადგან ჯორჯ სოროსი ერთ-ერთი სექტის დამაარსებელია, სექტის რომელიც ქრისტიანულ სწავლებას თავდაყირა აყენებს. ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი სინამდვილეში?

-ჩვენ არ ვიცით ჩვენ ვიცით მხოლოდ, ის რომ გვყავს ხელისუფლება გამოძახებით, არაფერს ვამბობ მათ პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობაზე", რომლის ყველა წევრსაც არჩევნების გაყალბების დიდი სკოლა აქვს განვლილი. მწარე რეალობა, მაგრამ ხელისუფლების საერთო ღირებულება 10 დოლარს არ აღემატება, ის დღითი-დღე იაფფასიან ტურფას ემსგავსება.

ჩემო ზუგდიდელებო არ გეგონოთ ოპოზიციონერი ვარ, მე მხოლოდ ვწერ სიმართლეს, რომელიც ჩვენი გაზეთის მთავარი დევიზია.
[ ... ]