პატრულის “გზავნილი სამეგრელოდან... ოპოზიციას რა? დედის...!”

მაშინ, როცა სამეგრელოს მოსახლეობა საპროტესტო ტალღამ კი არა, შიშმა მოიცვა, როცა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოება პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს და დუმილს არჩევს, შსს სამინისტროს ჩინიანი თუ უჩინო მოხელეები “უჩვეულოდ” გააქტიურდნენ. “თავისუფალი აზრის გამოხატვის” საშუალება ზუგდიდის საპატრულო სამსახურს გასულ შაბათს მათივე თანამშრომლის ქორწილში მიეცათ...
`პრესა.გე~-ს მობილური ტელეფონის ვიდეო-კამერით გადაღებული ის კადრები მიაწოდეს, სადაც ზუგდიდის საპატრულო სამსახურის შეზარხოშებული თანამშრომლები გაშლილ საქორწილო სუფრასთან სკამებზე შემდგარი `მიშა მაგარია!~ და `ოპოზიციას რა? დედის...!~ ომახიანად გაიძახოდნენ.
``პრესა.გე``-მ რამდენიმე პოლიციელის ამოცნობა შესძლო, თუმცა ზოგიერთი მათგანის მხოლოდ გვარებია ცნობილი. მინდია, დიტო, სავარაუდოდ ჯიჭონაია, დათო შელია, გიორგი კონჯარია, ზუგდიდის საპატრულო სამსახურის უფროსი ალექსანდრე (ალიკა) ბელქანია და “ვიდეო-პატრულის” ოპერატორი გელა გოგოხია.
ვიდეო-კადრებში ისმის მეგრული ფრაზა: `მეგისიქ ქოძირასინ, თენეფი აკა ვეი ჭუმე პატრულს!~, რაც ქართულად ასე ჟღერს:
`მეგისმა რომ ნახოს, ხვალ არცერთ მათგანს პატრულში ვერ ნახავ!~.
მეგის ქარდავა სამხარეო პოლიცი-
ის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელიც ქორწილში ერთ-ერთი სტუმარი იყო. იგი კადრებში არ ჩანს, მაგრამ როგორც ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, ქარდავამ პატრულის ათი თანამშრომელი ქორწილიდან სწორედ ასეთი “უკადრისი” და “მუნდირის შემლახველი” საქციელის გამო გააძევა.
ძნელი სათქმელია, მართლაც მიუღებელი აღმოჩნდა თუ არა მეგის ქარდავასთვის პატრულის შეძახილები და ჯერ კიდევ ფიქრობს თუ არა ახალაიებთან დაახლოებული პირი, რომ ‘მიშა მაგარია!, მაგრამ შეურაცხყოფილი ის ნამდვილად მხოლოდ იმიტომ იქნებოდა, რომ ქორწილს დაბა ჯვარში მისი ნათესავები, ქარდავები იხდიდნენ.
ძნელად დასაჯერებელი იქნება ისიც, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ შსს მინისტრმა საპატრულო სამსახურის თითქმის სრული შემადგენლობა დაითხოვოს, მაგრამ ფაქტია, რომ მერაბიშვილის სანაქებო პატრულს სამეგრელოში “იმიჯი” შეელახა.

[ნანა ფაჟავა]