ვერ ჩაგვძირავთ!!!

,,ტიტანიკი" ჩაიძირა! კურსკი ჩაიძირა! ,,ღია ბოქლომს" კი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაძირავენ. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ!..

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " #2, 6 იანვარი, 2007 წელი] ჩვენი გაზეთის პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების გამო, რედაქციის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. მაგრამ მკითხველის მიერ სატელეფონო ზარებში გამოხატულმა მხარდაჭერამ, ჩვენ კიდევ უფრო შეგვმატა ძალა და გამძლეობა, უფრო გაგვაძლიერა. გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ, უსამართლობის, უკანონობის, ტყუილის წინააღმდეგ და ჩვენს მკითხველს იმედს არასოდეს გავუცრუებთ. არ შეგვეშინდება არც მუქარის და არც ხელიუფლების ხრიკებისა ისინი ხომ ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობენ სიმართლის წერაზე აგვაღებინონ ხელი. ,,ღია ბოქლომი" ამ შეჭირვების ჟამს გრძნობდა თქვენს მხარდაჭერას, ჩვენო ძვირფასო მკითხველო ამიტომაც არ დაგვიყრია ფარხმალი, არ დაგვიხევია უკან. ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ სიმართლის დასაცავად. სატელეფონო ზარებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს ხალხის ნების წინააღმდეგ უძლურია, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება მის ხელშია.

გვიხარია, რომ თქვენი მხარდაჭერა ასე მალე მოვიპოვეთ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანადგომისათვის.
[ჟურნალის რედაქცია]